Another advertisement
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ნაადრევი ქორწინების წინაღმდეგ კონკურსის გამარჯვებული მაიხოშ ჰუსეინოვა გახდა.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია – „ნუ წაართმევ ბავშვობას“ -პირველ ივნისს დაიწყო
კამპანია ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგაა მიმართული.კამპანიის უმთავრეს მიზნებს ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების აღმოფხვრა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ასევე, ამ კატეგორიის დანაშაულების შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინების უზრუნველყოფა წარმოადგენს.
კამპანია, უკვე მეოთხე წელია, გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) თანამშრომლობით ხორციელდება.