This is a specific ad

შესაძლოა, დიაბეტისგან განკურნება რეალობა გახდეს – ახალი კვლევა

50

Another advertisement

პირველი ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტების უმრავლესობა ამ დაავადებას ინსულინის მეშვეობით სისხლში შაქრის დონის კონტროლით, ჯანსაღი კვებითა და ფიზიკური აქტიურობით ეწინააღმდეგება. ამის მიუხედავად, მათ უდიდეს ნაწილში მდგომარეობა შექცევადი არაა, მაგრამ შესაძლოა, ახალმა თერაპიამ ეს შეცვალოს.

იმედს მეცნიერთა უკანასკნელი მიღწევა იძლევა. მათ 2023 წელს ჩინეთში 26 წლის ქალს მუცლის არეში ინსულინის წარმომქმნელი დაახლოებით 1.5 მილიონი უჯრედი გადაუნერგეს, რომლებიც მისივე ღეროვანი უჯრედებიდან მიიღეს. ორთვე-ნახევარში პაციენტი ინსულინის ინიექციებზე უკვე აღარ იყო დამოკიდებული, რამაც მისი დიაბეტი შექცევადი გახადა.

4 თვეზე მეტ ხანში მისი ორგანიზმი უკვე საკმარის ინსულინს გამოიმუშავებდა, რათა დღის 98%-ის განმავლობაში გლუკოზის დონე უსაფრთხო ნიშნულზე შეენარჩუნებინა. სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ ამ ქალის სხეული საჭირო ჰორმონის წარმოქმნას მომდევნო წლებშიც ასე განაგრძობს, შესაძლოა, განკურნებულად მივიჩნიოთ.

მედიცინაში პანკრეასის ან მისი ინსულინწარმომქმნელი უჯრედების შეჯგუფებების ტრანსპლანტაციის პრაქტიკაც გვხვდება, მაგრამ ეს საკმაოდ საშიშია, თანაც დონორების ნაკლებობაა. შესაბამისად, მეცნიერები უფრო ხელსაყრელ ალტერნატივებზე მუშაობენ.

მათ შორისაა ღეროვანი უჯრედების გარდაქმნა ისე, რომ მათ მიერ ზემოხსენებული ჰორმონი გამომუშავდეს. ამისთვის სიფრთხილე და სიზუსტეა საჭირო, ასევე პანკრეასის ქსოვილებთან თანხვედრა, რათა ორგანიზმს უცხო სხეულის მიღება არ გაუჭირდეს.

ჩინელმა სპეციალისტებმა სასურველი გენური ექსპრესიის გასააქტიურებლად ღეროვან უჯრედებში სპეციფიკური ცილების ნაცვლად, მცირე ზომის მოლეკულები შეიტანეს. შემდეგ თერაპია თაგვებსა და პრიმატებზე გამოცადეს, მომდევნო ეტაპი კი კვლევაში 3 ადამიანის ჩართვა იყო.

უკანასკნელი შედეგები სწორედ ერთ-ერთ მათგანს ეხება, დანარჩენ 2-ს კი ჯერჯერობით აკვირდებიან. მკვლევრები უკვე გეგმავენ, რომ ეს თერაპია სხვა ადამიანებზეც გამოცადონ და გაარკვიონ, რამდენად იქნება ის სხვა შემთხვევაშიც ასეთი წარმატებული.

Kateqoriya: Maraqlı, Sağlamlıq
Sonrakı yazı
ვინც უნდათ, დაასახელონ პრემიერად, აქ ყველაზე მთავარი მოსახლეობის განწყობაა – კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის პრემიერობის კანდიდატად შესაძლო წარდგენაზე
Öncəki yazı
“ცივი და წვიმიანი ამინდი” – განახლებული პროგნოზი ქალაქების მიხედვით