This is a specific ad

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქართული მხარე ამერიკელი პარტნიორებისგან იმ მტკიცებულებების გადმოცემას ითხოვს, რომელიც ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების გადაწყვეტილებას უდევს საფუძვლად

68

Another advertisement

ოთარ ფარცხალაძე არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც ამ ტიპის სანქციაში მოექცა, ამიტომაც, თავისთავად, სუს-ი ამ საკითხზე მუშაობს, მათ შორის მიმართავს ამერიკელ პარტნიორებს, რომ გადმოსცენ მტკიცებულებები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას უდევს საფუძვლად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, პროცესის შესახებ, რომელიც ოთარ ფარცხალაძის ირგვლივ წარიმართება, სრულად ინფორმირებული იქნება ქართული საზოგადოება.

ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

Kateqoriya: Siyasət
Sonrakı yazı
Salome Zurabişvili: “Ən böyük bəla ölkədə baş prokurorun “KQB”nin agenti olmasıdır”
Öncəki yazı
DTX ABŞ-dan Otar Partsxaladzeyə sanksiya tətbiq edilməsi ilə bağlı sübut tələb edir – Papuaşvili