Another advertisement
გადაწყვეტილებები ყველა თემასთან დაკავშირებით მიღებული უნდა იყოს საზოგადოებასთან, სპეციალისტებთან, დარგის წარმომადგენლებთან ძალიან ფართო კონსულტაციების საფუძველზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ყოველთვის, როცა გარკვეულ გადაწყვეტილებას ვიღებთ, საზოგადოებას მაქსიმალურად ფართოდ უნდა განვუმარტოთ ამ გადაწყვეტილების შინაარსი, მიზეზები. ეს უნდა იყოს ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი სახელმძღვანელო პრინციპი.
ერთ-ერთი აქტუალური საკითხია რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხი და ამ შემთხვევაშიც გვჭირდება შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან, ექიმებთან, საავადმყოფოს კოლექტივთან აქტიური კონსულტაცია იმისთვის, რომ სათანადო გადაწყვეტილებები მივიღოთ“, – აღნიშნა პრემიერმა.