Another advertisement
მოქალაქეები აცხადებენ, რომ გერმანიიდან საქართველოს ათეულობით მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. როგორც ისინი მედიასთან აღნიშნავენ, ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა მათ უთხრეს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა. “საერთოდ არაფერი მითხრეს, არაფერი ვიცოდი. დააკაკუნეს და გვითხრეს, უნდა გაგიშვათ, თქვენი ქვეყანა გითხოვთ, უზრუნველყოფილი ხართო, რანაირად ვართ უზრინველყოფილი. ქუჩაში ვარ ამ საღამოს. უსაფრთხოა თქვენი ქვეყანაო”, – განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემკიდევ ერთი მოქალაქე აცხადებს, რომ დეპორტირებულების რაოდენობა საკმაოდ დიდია.