1) კაკალი (ნიგოზი) – თავის ტვინი
კაკლის ფორმა და ნაოჭები ძალიან გავს ადამიანის თავის ტვინისას. ის შუაზეც კი არის გაყოფილი ტვინის ორი ნახევარსფეროს მსგავსად. ნიგოზს ტვინის საკვებს უწოდებენ: ის შეიცავს ომეგა -3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ზრდის ტვინის აქტივობას.
2) სტაფილო – თვალი
სტაფილო ჭრილში ჩვენს თვალებს ჰგავს. სტაფილო შეიცავს დიდი რაოდენობით ბეტა-კაროტინს, რაც ბოსტნეულს მკვეთრ ნარინჯისფერ ფერს აძლევს. ბეტა-კაროტინი ამცირებს კატარაქტის განვითარების რისკს და ხელს უშლის ასაკთან დაკავშირებული მხედველობის დაქვეითებას.
3) ნიახური – ძვლები
ნიახურის ღეროები ძალიან ჰგავს გრძელ ძვლებს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ის აძლიერებს ადამიანის ძვლის სტრუქტურას. ბოსტნეული მდიდარია სილიციუმით და ნატრიუმით. ამ უკანასკნელის დეფიციტი იწვევს ძვლების მყიფეობას. ნიახური კი იდეალური საკვები პროდუქტია ორგანიზმში ნატრიუმის დეფიციტის აღმოსაფხვრელად.
4) პომიდორი – გული
გაჭერით პომიდორი შუაზე და ნახავთ, რომ ის შიგნიდანაც წითელია და აქვს ოთხი განყოფილება ანუ კამერა, ისევე როგორც ადამიანის გულს. პომიდვრის წვენი მდიდარია B6 ვიტამინით, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლძარღვების კედლების გამაგრებაში. პომიდვრის წვენი ამცირებს თრომბოზის განვითარების რისკს. გარდა ამისა, მისი დალევა რეკომენდებულია ვენების ვარიკოზული გაგანიერების, ჰიპერტენზიისა და სტენოკარდიის დროს და მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ.
5) ავოკადო – საშვილოსნო
საშვილოსნო ავოკადოს მსგავსად ნათურის ფორმისაა. ეს ხილი მდიდარია ფოლიუმის მჟავით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე და სიმსივნური წარმონაქმნების განვითარების რისკს.
კვლევებით დასტურდება, რომ კვირაში ერთი ავოკადოს ჭამა განაპირობებს ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებას და ასევე, ხელს უწყობს წონაში კლებას. საინტერესოა, რომ ავოკადოს ყვავილობიდან ნაყოფის მომწიფებამდე პერიოდი, ორსულობის მსგავსად, 9 თვე გრძელდება.
6) შამპინიონი – ყურები
შამპინიონი გაჭერით შუაზე და დაინახავთ, რომ მისი ნახევარი ადამიანის ყურის ფორმისაა. ეს სოკო ძალიან სასარგებლოა ჩვენი სმენისთვის- D ვიტამინის შესანიშნავი წყაროა, ამაგრებს ყურის წვრილ ძვლებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტვინში ბგერების გადაცემაზე.
7) გრეიპფრუტი და ფორთოხალი – სარძევე ჯირკვალი
განივი კვეთით გრეიპფრუტს და ფორთოხალს ქალის სარძევე ჯირკვლის მსგავსი სტრუქტურა აქვს.
ფორთოხალი აუმჯობესებს ლიმფის მიმოქცევას. ლიმფას გამოჰყავს ტოქსინები და პათოგენური მიკრობები ორგანიზმიდან და აძლიერებს ჩვენს იმუნიტეტს.
გრეიპფრუტი შეიცავს სპეციალურ ფიტოქიმიურ ნაერთებს – ლიმონოიდებს, რომლებიც ხელს უშლიან სარძევე ჯირკვლის ქსოვილში კიბოს უჯრედების წარმოქმნას.
8) ყურძენი – ფილტვები
ყურძენი ჰგავს ალვეოლებს – წარმონაქმნებს ფილტვებში, რომელთა მეშვეობითაც სისხლი ჟანგბადით არის გაჯერებული. ეს ხილი ამცირებს ფილტვის კიბოს განვითარების რისკს. ყურძენი შეიცავს პროანტოციანიდინს, რომელიც აქრობს ალერგიით გამოწვეულ ასთმის სიმპტომებს.
9) კოჭა (ჯანჯაფილი) – კუჭი
ჯანჯაფილის ფესვს ჩვენი კუჭის ფორმა აქვს. ის იდეალურია მათთვის, ვისაც აქვს კუჭის დისფუნქცია, გაღიზიანებული კუჭის სინდრომი, გულისრევა და დილით გულისრევა.
10) კიტრი და ასპარაგუსი – მამაკაცის რეპროდუქციული ორგანო
კიტრი და ასპარაგუსი მამაკაცის პენისის ფორმისაა. ეს ბოსტნეული ასტიმულირებს ტესტოსტერონის გამოყოფას და აუმჯობესებს ერექციას.
11) პაპაია – მსხვილი ნაწლავი
შუაზე გაჭრილ პაპაიას რომ ჩავხედოთ, მსხვილი ნაწლავი მოგვაგონდება. ეს ხილი ხელს უწყობს მსხვილი ნაწლავის გაწმენდას და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას.
12) მარწყვი – კბილები
მარწყვს კბილების ფორმა აქვს. სასარგებლოა ღრძილებიდან სისხლდენის დროს, ასევე კბილის მინანქრის გასამაგრებლად.
13) ზეთისხილი – საკვერცხეები
ზეთისხილი გარკვეულწილად მოგვაგონებს ქალის საკვერცხეებს, ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციას და ქალის ჰორმონალური ბალანსის ნორმალიზებას.
14) ლობიო – თირკმელები
ლობიო ფორმით თირკმელებს წააგავს და რეალურადაც ხელს უწყობს ამ ორგანოს ფუნქციის შენარჩუნებას. ლობიოს ექიმები ხშირად ურჩევენ თირკმელებში, ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მიდინარე ანთებითი პროცესების შესამსუბუქებლად. ლობიო ასევე ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებების პრევენციას. ლობიოს ნახარშს აქვს შარდმდენი ფუნქცია და შეშუპების დროს სასარგებლოა.
15) ბროკოლი – კიბოს უჯრედები
მიუხედავად იმისა, რომ ბროკოლის ყვავილები კიბოს უჯრედებთან ასოცირდება მისი საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევა- ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ბროკოლის მიღება კვირაში ორჯერ მნიშვნელოვნად ამცირებს პროსტატის კიბოს განვითარების რისკს.
16) ბანანი – ღიმილი
ბანანს ფორმით ადამიანის ღიმილს მოგვაგონებს. ბანანი საუზმეზე ან სამხარზე ნამდვილად გაგაღიმებთ. ეს ხილი ასტიმულირებს სეროტონინის გამომუშავებას, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს განწყობასა და მხიარულებაზე.
ერთი ბანანი საკმარისია იმისთვის, რომ მთელი დღე მშვენიერი განწყობა გქონდეთ.
17) ლეღვის თესლი-სპერმა
ლეღვის თესლი წააგავს მამაკაცის სპერმას და სასარგებლოცაა სპერმის სიჯანსაღისთვის- ზრდის მის რაოდენობას, სიჩქარეს და მოძრაობის უნარს.
ჯანმრთელობას ხელი რომ შეუწყოთ (თუნდა არაფერი არ გაწუხებდეთ) აუცილებლად შეიტანეთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკვები პროდუქტი კვების რაციონში!