This is a specific ad

„ღადირ-ხუმის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ მარნეულში საზეიმო ღონისძიება გაიმართა

42

Another advertisement

„ღადირ-ხუმის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ მარნეულში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

აღნიშნული ღონისძიება სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს ორგანიზებით ჩატარდა.

ღონისძიებას სასულიერო პირები, მუნიციპალიტეტის დეპუტატები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ .

ღონისძიებაზე, რომელიც წმინდა ყურანის აიების წაკითხვით დაიწყო, ღვთისმეტყველებმა ისაუბრეს „ღადირ-ხუმის“ მოვლენის არსზე, ფილოსოფიაზე, ამ დღის შედეგსა და მნიშვნელობაზე.

ღონისძიებაზე საჩუქრები გადაეცათ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 100%-იანი სახელმწიფო გრანტით დაფინანსებულ სტუდენტებს.

“ისლამური სამყარო ღადირ ხუმის დღესასწაულს ზეიმობს. ზუსტად ამ დღეს შუამავალმა მუჰამედმა თავის მემკვიდრედ იმამ ალი გამოაცხადა. ეს დღე თითოეული მუსლიმისთვის განსაკუთრებით კი, აჰლი ბეითის მხარდამჭერთათვის უმნიშვნელოვანესი დღეა. მე მინდა მივულოცო ეს დღე ყველას! ვუსურვო კეთილდღეობა და ყოველივე საუკეთესო”- აღნიშნა მირისმაილ ასადოვმა

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
2023 წლის საგამოცდო პროცესი გრძელდება
Öncəki yazı
İsveçdə Quranın yandırılmasına qarşı iki aksiya keçirilib