Another advertisement
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები რეგიონებში გრძელდება. მორიგი ღონისძიებები დღეს თელავში, ბორჯომსა და ჩხოროწყუში გაიმართება.
მუსიკოსები მმართველ გუნდს ღია მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ და მთავარ გზავნილებს – რომ მშვიდობას და კეთილდღეობას და ღირსებით ევროპისკენ სვლას ალტერნატივა არ აქვს, კიდევ ერთხელ გააჟღერებენ.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები რეგიონებში უკვე თითქმის 2 თვეა ტარდება და ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.