This is a specific ad

ქამრან აფანდიევი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეულშია

54

Another advertisement

დღეს 5 სექტემბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეული გამოვლინდა.

ესენი არიან:

ქამრან აფანდიევი – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლისა და ცოფის საჯარო სკოლების ქართული როგორც მეორე ენა, მასწავლებელიათემატიკის მასწავლებელი

ინა იმედაშვილი, – თბილისის UG სკოლის დაწყებითი საფეხურისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

მარინე კვარაცხელია – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ეგნატე ფიფიას სახელობის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ნინო ნიპარიშვილი – კასპის მუნიციპლაიტეტიდან, შპს „ბესიკ ნიპარიშვილი“, სკოლა-გიმნაზიის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი

ნინო ფსუტური – გორის მე-8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი.

გამარჯვებული დასახელდება 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს.პირველ ადგილზე გასული მასწავლებელი ჯილდოს სახით 15 ათას ლარს მიიღებს.ხეთეულში გასული მასწავლებლები 5-5 ათასი ლარით დაჯილდოვდებიან.

ათეულის წევრები კი 2000 ლარს მიიღებენ საჩუქრად.მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში „განათლების კოალიციამ“ დააფუძნა და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

კონკურსი საქართველოში მეშვიდედ ტარდება.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
Marneulili pedaqoq Kamran Əfəndiyev Milli Müəllim Mükafatının beşliyindədir
Öncəki yazı
რატომ უნდა ვთქვათ უარი „ყავაზე გატანით“