ფსიქოტროპული მედიკამენტის ათასობით რეცეპტის უკანონოდ გაცემის გამო სამ სამედიცინო დაწესებულებას და ექიმებს საქმიანობა აეკრძალათ

2

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, შპს „ამბულატორიული კლინიკის“ თბილისისა და გორის ფილიალის, ასევე შპს „ჯანმრთელობა ყველასთვის 3“ შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ დაწესებულებები, ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტს, უკანონოდ, ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევების გარეშე გასცემდნენ.ღნიშნული დაწესებულის 3 ექიმს, ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ, სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმა. მძიმე გარემოებების გათვალისწინებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ სამივე დაწესებულებას, ხელმძღვანელსა და 3 ექიმს საქმიანობა აუკრძალა. საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურას და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

0
0
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ქვეშეთი-კობის გვირაბის სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა დაათვალიერა
Öncəki yazı
ირაკლი ღარიბაშვილი დუბაიში ბურჯ-ხალიფას მფლობელს შეხვდა – რას შეეხებოდა საუბარი?