Another advertisement
ფონიჭალაში გატაცებულ 16-წლის არასრულწლოვან გოგოს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
არასრულწლოვანი, 9 დეკემბერს, ცოლად შერთვის მიზნით, საკუთარი სახლიდან ძალის გამოყენებით წაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგო რამდენიმე თვის წინ დანიშნეს, თუმცა მას ოჯახის შექმნა არ სურდა.
გამოძიება ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.