ფიზიკური პირი 150 ლარით, იურიდიული პირი 1 500 ლარით დაჯარიმდება – ხმაურზე კონტროლი მკაცრდება.

1

ფიზიკური პირი 150 ლარით, იურიდიული პირი 1 500 ლარით დაჯარიმდება – აღნიშნულს გულისხმობს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების პროექტი, რომლის თანახმადაც აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ჯარიმები გამკაცრდება. აღნიშნული კანონპროექტი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ბექა დავითულიანის განცხადებით, დროის ნებისმიერ მონაკვეთში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველივე შემთხვევაში ფიზიკური პირის 150 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 1 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირებისთვის 500 ლარის, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 5 000 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ცნობისათვის, კოდექსის დღეს მოქმედი ნორმით, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის პირველ ჯერზე ხდება როგორც ფიზიკურის, ასევე იურიდიული პირის გაფრთხილება. განმეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი 150 ლარით, იურიდიული პირი კი 500 ლარით ჯარიმდება. უკვე შემდგომი განმეორებების შემთხვევებში კი ფიზიკური პირის 300 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას იწვევს

0
0
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Bolnisidə yoldaşını öldürüb oğlunu yaralayan şəxsin vəziyyəti ağırdır
Öncəki yazı
გოგირდის აბანოები, სტალინური ტური, სტუმართმოყვარე ქისტები და კომუნისტური კურორტის ნანგრევები საქართველოში.