Another advertisement
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხზე ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სომხეთის პრემიერის განცხადებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამშვიდობო პროცესის მომავალს.
„ნიკოლ ფაშინიანის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამშვიდობო პროცესის მომავალს“, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.
ამასთან, ბაირამოვის თქმით, აზერბაიჯანის კონსტრუქციული პოზიციისა და გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, სომხური მხარე ახორციელებს უწყვეტ სამხედრო და პოლიტიკურ პროვოკაციებს.