This is a specific ad

ფარიხანუმ სოფიევა, არჩევნებში გამარჯვებული პირველი მუსლიმი ქალი საქართველოდან იყო

26

Another advertisement

ყარაჯლარი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე პატარა სოფელია. მოსახლეობა ძირითადად მუსლიმი აზერბაიჯანელებისგან შედგება, აქ ცხოვრება შედარებით მშვიდია, კაცები ტრადიციულ ჩაის მიირთმევენ, ქალები კი საშინაო საქმეებით იტვირთავენ თავს.

ასი წლის წინ ეს ადგილი დემოკრატიის განვითარების აკვანი იყო. 1918 წელს დეპუტატის თანამდებობაზე მუსლიმი ქალი აირჩიეს.

(ოფიციალური სახელი) ფარიხან სოფიევა 1884 წელს სოფელი ყარაჯალარში გარდაბნის რაიონში დაიბადა.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, სამხრეთ კავკასიაში გარდამავალმა ხელისუფლებამ ადგილობრივი ხელისუფლების რეფორმა დაიწყო, რომელიც მიმდინარეობდა მძიმე პოლიტიკური ვითარების ფონზე, ხოლო საქართველოში რეალური ვითარება არ შეიცვალა იქამდე, სანამ ქვეყანამ დამოუკიდებლობა არ გამოაცხადა. ფარი-ხანუმ (ფარიხან) სოფიევამ 1918 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, თავის მშობლიურ რეგიონში დაამარცხა საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის კანდიდატი და გახდა ეროვნული კრების დამოუკიდებელი წევრი.

ზერბაიჯანელი ეროვნების მუსლიმმა ქალმა ფარი-ხანუმ (ფარიხან) სოფიევამ პროპორციულ სიებს აჯობა და თბილისის სამაზრო ერობის მეხუთე ხმოსანი გახდა ყარაიაზის ოლქიდან, რასაც მაშინდელი პრესა დიდი სიხარულით შეხვდა. როგორ მოახერხა 1918 წელს, 34 წლის მუსლიმმა ქალმა, მუსლიმი მოქალაქეების მხარდაჭერით პოლიტიკური თანამდებობის დემოკრატიული გზით მოპოვება? რა ავტორიტეტი უმაგრებდა ზურგს და რით იყო გამოწვეული მისი მსგავსი გავლენა და პოპულარობა – დღევანდელი მოქალაქისათვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვაა; მაშინ, როდესაც 21-ე საუკუნეშიც ჩვენი საზოგადოება დიდად არ არის განებივრებული მუსლიმი ქალების პოლიტიკური აქტიურობით.

გადმოცემით, ფარი-ხანუმი სოფიევების ძლიერი და გავლენიანი ოჯახის მესამე ქალიშვილი იყო. ოჯახში 5 ძმა იყო, თუმცა ადრეული ასაკიდანვე მათში ხელმძღვანელის და ლიდერის ფუნქცია ფარი-ხანუმმა დაიჭირა. მისი სიტყვა და საქციელი იმდენად ავტორიტეტული გახდა, რომ მთელი ოჯახი მას ემორჩილებოდა. მალე ფარი-ხანუმის გავლენამ ოჯახის ფარგლებს გარეთ გააღწია.

დროთა განმავლობაში იგი სოფლის და მხარის აღიარებულ ლიდერად იქცა, რომელიც ძირფესვიანად ამსხვრევდა ტრადიციულ საზოგადოებაში მუსლიმი ქალის შესაძლებლობების შესახებ არსებულ სტერეოტიპს. გადმოცემით, ფარი-ხანუმი მუდამ მამაკაცების წრეში ტრიალებდა და სასოფლო საქმეებს განაგებდა. მასთან ყოველთვის დადიოდნენ რჩევის საკითხავად, იწვევდნენ სხვადასხვა დავებში შუამავლად, ტრადიცული წეს-ჩვეულებების თუ რიტუალების ხელმძღვანელად. მისი სიტყვა და საქმე გადამჭრელი იყო, იმდენადაც კი, რომ მას ტრადიციული საზოგადოების უხუცესები – “აღსაკლებიც” აღიარებდნენ და ემორჩილებოდნენ.

ფარი-ხანუმი ქველმოქმედიც იყო, მუდამ ეხმარებდა ახალდაქორწინებულ ოჯახებს და გარდაცვლილი თანასოფლელების ობლებს. ბუნდოვანი გადმოცემით, 1910-იან წლებში მას სამეურნეო ინიციატივაც წამოუწყია, რისთვისაც სესხი სახელმწიფო ბანკიდან ჰქონია აღებული. თანასოფლელები მას მიაწერენ რკინიგზის ხაზზე სადგურის მოწყობას სოფელ ყარაჯალარისათვის.

მუსლიმი ქალის “იმიჯს” ასევე საშინლად არღვევდა ფარი-ხანუმის ჩვევა – შთამომავლების გადმოცემით იგი ჩიბუხს ეწეოდა, რაც კატეგორიულად მიუღებელია დღესაც კი. თუმცა, ამავე დროს, ფარი-ხანუმმა ყურანის კითხვაც იცოდა და მას მუდამ იწვევდნენ რიტუალებზე წმინდა წიგნის წასაკითხად.

ოჯახის წევრების გადმოცემითი გარეგნულად იგი, საშუალო სიმაღლის, ლამაზი პირ-სახის, ქერა ქალი იყო.

ცნობილია, რომ ერობის წევრობისას მან მშობლიურ სოფელში რკინიგზის სადგურის აშენებას მიაღწია; ბანკიდან აღებული სესხით, სოფელში ობოლ ბავშვთა სახლი გახსნა. 

1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ბოლშევიკურმა რეჟიმმა სამაზრო თვითმმართველობები – “ერობები” გააუქმა. ფარი-ხანუმმა საბჭოთა რეჟიმთან თანამშრომლობის გზა არ აირჩია. 1920-იანი წლების ბოლოდან კი მძიმე ბედი ერგო სოფიევების ოჯახს. კოლექტივიზაციის დაწყების შემდეგ ისინი “განაკულაკეს” და ქონება ჩამოართვეს. 1937-38 წლების მასობრივი ტერორის დროს კი ფარი-ხანუმის 3 ძმა დახვრიტეს.

ძნელი სათქმელია, მასობრივი ტერორისაგან ფარი-ხანუმ სოფიევი მისმა ავტორიტეტმა დაიცვა თუ შემთხვევითობამ. ამ დროიდან მოყოლებული მისი ცხოვრების მიზანი დაობლებული ძმისშვილების აღზრდა და გზაზე დაყენება გახდა, რაც შეძლო კიდევაც, თუმცა, გადმოცემით, როდესაც ერთ-ერთი ძმისშვილი 1951 წელს ხორბლის გაყიდვის გამო დააპატიმრეს და ორთაჭალის ციხეში ჩასვეს, ფარი-ხანუმმა ეს ამბავი ვერ გადაიტანა და გულის შეტევით გარდაიცვალა.

ფარი-ხანუმ სოფიევა 1953  (69 წლის ასაკში) გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია სოფელი ყარაჯალარში, გარდაბნის რაიონში.

2018 წლის ივნისში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში დემოკრატიული გზით არჩეული პირველი მუსლიმი ქალის, ფარი-ხანუმ (ფარიხან) სოფიევას მემორიალი გაიხსნა.

მიმდინარე წლის 10 დეკემბერს კი სოფელ ყარაჯალარში ფერი ხანუმ სოფიევას მემორიალური კედლის გახსნა. ცერემონია სოფიევას სახლის ეზოში გაიმართა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ირაკლი ღარიბაშვილი სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების საზეიმოდ, ხვალ, მოქალაქეებს თავისუფლების მოედანზე ეპატიჟება
Öncəki yazı
ფარიხანუმ სოფიევა, არჩევნებში გამარჯვებული პირველი მუსლიმი ქალი საქართველოდან იყო