ალბრეხტ დიურერის ნახატი “ხელები”

4

,,ალბათ ბევრს უნახავს ალბრეხტ დიურერის ნახატი “ხელები”. მაგრამ ცოტამ თუ იცის ამ ნახატის შექმნის ისტორია. XV საუკუნეში, ნიურნბერგის მახლობლად მდებარე პატარა სოფელში ცხოვრობდა ოჯახი სადაც თვრამეტი ბავშვი იზრდებოდა. ასეთი მრავალშვილიანი ოჯახის შესანარჩუნებლად მამა, რომელიც პროფესიით ოქრომჭედელი იყო, დღეში თვრამეტი საათის განმავლობაში მუშაობდა. იგი მუშაობდა საიუველირო სახელოსნოში, მაგრამ ასევე იღებდა ნებისმიერ ანაზღაურებად სამუშაოს. თითქმის უიმედო მდგომარეობის მიუხედავად, ამ ოჯახის ორი ბავშვი ოცნებობდა, განევითარებინათ თავიანთი ნიჭი ხელოვნებაში, მაგრამ იცოდნენ, რომ მათ მამას არ შეეძლო რომელიმე მათგანის გაგზავნა სასწავლებლად ნიურნბერგის აკადემიაში. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, ეს ორი ბავშვი, ალბერტი და ალბრეხტი ერთმანეთში შეთანხმდნენ და გადაწყვიტეს კენჭი ეყარათ. დამარცხებული წავა მაღაროში სამუშაოდ და თავისი შემოსავლით გადაიხდის ძმის სწავლის ფულს. შემდეგ კი, როდესაც სწავლას დაასრულებს, ნამუშევრების გაყიდვით და საჭიროების შემთხვევაში, მაღაროში მუშაობითაც, უკვე ის გადაუხდის განათლების ფულს მას, რომელიც მაღაროში მუშაობდა. მათ კენჭი ყარეს, ალბრეხტმა გაიმარჯვა და ნიურნბერგში გაემგზავრა. ალბერტი კი მაღაროებში სამუშაოდ წავიდა და ოთხი წლის განმავლობაში ის იხდიდა ძმის სწავლის საფასურს. ალბრეხტის აკადემიაში მოღვაწეობა მაშინვე გახდა სენსაცია. მისი გრავიურები და ნახატები ბევრად ჯობდა მისი მასწავლებელი პროფესორების ნამუშევრებსაც კი. აკადემიის დამთავრებისთანავე, მან უკვე დაიწყო კარგი შემოსავალის მიღება თავისი საქმიანობიდან. როდესაც ახალგაზრდა მხატვარი დაბრუნდა თავის სოფელში, დიურერების ოჯახმა სადღესასწაულო ვახშამი გამართა, ალბრეხტის ტრიუმფალური დაბრუნების აღსანიშნავად. ხანგრძლივი და მხიარული ვახშმის დასასრულს, ალბრეხტი წამოდგა თავისი საპატიო ადგილიდან, რათა თავისი საყვარელი ძმის სადღეგრძელო შეესვა, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ალბრეხტის ოცნების შესრულებლად თავდაუზოგავად შრომობდა. სიტყვით გამოსვლის ბოლოს მან თქვა: ”ახლა, ალბერტ, ჩემო კურთხეულო ძმაო, შენი ჯერი დადგა. ახლა შეგიძლია ნიურნბერგში წახვიდე შენი ოცნებისთვის და მე ვიზრუნებ შენზე. ” ყველანი მოუთმენლად მიუბრუნდნენ ალბერტს, რომელიც სუფრის მეორე ბოლოში იჯდა. მას ფერმკრთალ სახეზე ცრემლები ჩამოუგორდა და თავი გააქნია, ის ტიროდა და იმეორებდა: “არა … არა … არა … არა”. ბოლოს წამოდგა და ცრემლები მოიწმინდა. შეხედა იმ ხალხის სახეებს, რომლებიც ასე ძალიან უყვარდა, ხელები აწია და ხმადაბლა თქვა: „არა, ძმაო, მე ვერ წავალ ნიურნბერგში. ჩემთვის უკვე გვიანია. შეხედე! რა დამემართა მაღაროებში ამ ოთხი წლის განმავლობაში! თითებზე ძვლები გადატეხილი მაქვს, ახლახან კი ართრიტი განმივითარდა, ისე რომ სადღეგრძელოს დროს ჭიქას ვერც კი ვიჭერ და შესაბამისად პერგამენტზე ან ტილოზე ლამაზ ხაზებს ვეღარ დავხატავ. არა, ძმაო, ფანქარი ან ფუნჯი ჩემთვის უკვე გვიანია ”.

რათა სამუდამოდ უკვდავეყო ალბერტის მიერ გაღებული მსხვერპლი, ალბრეხტმა დახატა თავისი ძმის ცისკენ აღპყრობილი გაუხეშებული ხელები. მან თავის შედევრს უწოდა: “ხელები“… ..“

4
0
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Türkiyə İsraildəki səfirini geri çağırır?
Öncəki yazı
Quranın yandırılmasının təşkilatçısı İsveçdən qovulacaq