This is a specific ad

უკრაინა აშშ-სგან ავიაგამანადგურებლებს და მოიერიშე ვერტმფრენებს ითხოვს

53

Another advertisement

უკრაინამ აშშ-ს მისთვის აუცილებელი შეიარაღების სია გადასცა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, კიევი მოითხოვს მისთვის F/A-18 ტიპის ავიაგამანადგურებლების, „აპაჩის“ და „ბლექ ჰოუკის“ ტიპის ვერტმფრენების და რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსების, THAAD-ის გადაცემას მოითხოვს.

ამ ინფორმაციის მიხედვით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ეს სია ამერიკულ მხარეს ვაშინგტონში დახურულ შეხვედრაზე გადასცეს. სხდომას აშშ-ის თავდაცვის მრეწველობის და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ასევე უკრაინა აშშ-ის მიერ ადრე მიწოდებული შეიარაღების რაოდენობის გაზრდას მოითხოვს. საუბარია „აბრამსის“ ტიპის ტანკებზე, 155-მილიმეტრიან არტილერიაზე, უპილოტო აპარატებზე და ATACMS-ის ტიპის შორი მოქმედების რაკეტებზე.

ცნობისთვის, 6 დეკემბერს აშშ-ის სენატმა პრეზიდენტ ბაიდენის მოწოდებების მიუხედავად, დაბლოკა სამხედრო დახმარება უკრაინისთვის და ისრაელისთვის და ჰუმანიტარული დახმარება ღაზას მოსახლეობისთვის.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
მაღალი ალბათობაა, რომ სალომე ზურაბიშვილი აგვისტო-სექტემბერში გადადგება – ირაკლი კობახიძე
Öncəki yazı
Gürcüstanda qış mövsümü kurortu 20 dekabrdan başlayacaq