This is a specific ad

უეცრად საშინელი ხმა გავიგე. ქუჩაში გავედი, დავინახე ბავშვი ძირს ეგდო, ტელეფონი გამუდმებით რეკავდა და არავინ ეკარებოდა, დედა ურეკავდა ბავშვს” – მარტვილში მომხდარი ტრაგედიის დეტალები.

67

Another advertisement

17 აგ­ვის­ტოს სა­ღა­მოს, უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და მარ­ტვი­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სალ­ხი­ნო­ში. ჭად­რე­ბის ხე­ი­ვან­ში ვე­ლო­სი­პე­დით სახ­ლში მი­მა­ვალ 15 წლის მო­ზარდს, აკო ჯა­ი­ანს მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა და ბავ­შვი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. მთე­ლი სო­ფე­ლი შეძ­რუ­ლია ამ ფაქ­ტით. ყვე­ლა დას­ტი­რის დე­დი­სერ­თა ბიჭს. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, ბიჭი ფეხ­ბურ­თის სა­თა­მა­შოდ იყო წა­სუ­ლი და სახ­ლში ბრუნ­დე­ბო­და, როცა ეს შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. ად­გილ­ზე მი­სულ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას მო­ზარ­დი გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა. “ეზო­ში ვი­ყა­ვი, უცებ სა­ში­ნე­ლი ხმა რომ გა­ვი­გე. მივ­ხვდი, რა­ღაც უბე­დუ­რე­ბა მოხ­და, რო­გორც კი ქუ­ჩა­ში გა­ვე­დი, და­ვი­ნა­ხე ბავ­შვი ძირს ეგდო, გამ­წა­რე­ბუ­ლი ვკი­ო­დი, შვე­ლას ვი­თხოვ­დი, წა­მებ­ში მო­ვიდ­ნენ მე­ზობ­ლე­ბიც, ბავ­შვი ად­გილ­ზე­ვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. იქვე ეყა­რა მისი ნივ­თე­ბი. ტე­ლე­ფო­ნი გა­მუდ­მე­ბით რე­კავ­და და არა­ვინ ეკა­რე­ბო­და, დედა ურე­კავ­და ბავ­შვს. ეს რა სა­ში­ნე­ლე­ბა ვნა­ხე. შოკ­ში ვარ, ფეხ­ზე ვე­ღარ ვდგე­ბი, მთე­ლი დღე გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვარ”, – ამ­ბობს ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლი. რო­გორც ამ­ბო­ბენ, პო­ლი­ცი­ამ დამ­ნა­შა­ვე ად­გილ­ზე და­ა­კა­ვა. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე დიდ­ხანს მუ­შა­ობ­დნენ კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
დღის ფოტო: მაშველი ტინტო შოვში
Öncəki yazı
Ağ Ev: “Bayden Kim Çen Inla danışıqlara hazırdır”