Another advertisement
ცომის მომზადება ძალიან მარტივია: ცივი წყლით, მწიკვი მარილითა და ფქვილით უნდა მოვზილოთ მაგარი, ელასტიკური ცომი.
ინგრედიენტები:
ნიორი
მაწონი – 1.00 ქილა
კარაქი ან ერბო
ხახვი – 5.00 თავი
ცომი
მომზადების წესი ცომი თხლად გავაბრტყელოთ და პატარა კვადრატებად დავჭრათ. ქვაბში ავადუღოთ ბლომად წყალი, დავუმატოთ მარილი და როცა ადუღდება, ჩავყაროთ დაჭრილი ცომი. ქვაბს სახურავი სანახევროდ დავახუროთ და საშუალო ცეცხზე ვხარშოთ მომზადებამდე, შემდეგ გადავწუროთ.
პარალელურად ხახვი ალყა-ალყა დავჭრათ და კარაქში ან ერბოში მოვშუშოთ, დავუატოთ მწიკვი მარილი.
ასევე უხდება მწიკვი შაქარიცმაწონს შევურიოთ დანაყილი ნიორი. ატრია ამოვიღოთ თეფშზე, მოვაყაროთ მოშუშული ხახვი და მოვასხათ ნივრიანი მაწონი.