Another advertisement
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ანგელოზი არ არის. მას ქვეყანაში ომის დაწყება არ უნდა დაეშვა, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუს დროს.
„ის [ზელენსკი] არ არის ანგელოზი. მას არ უნდა დაეშვა ეს ომი“, – თქვა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ზელენსკი უკრაინაზე უფრო ძლიერ ძალას ებრძოდა. „მას ეს არ უნდა გაეკეთებინა, რადგან ჩვენ შეთანხმების მიღწევას შევძლებდით“, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.