This is a specific ad

ტრამპი ბაშარ ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ, თურქეთს სირიისთვის სამომავლო საკვანძო ძალას უწოდებს

22

Another advertisement

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ, თურქეთს სირიის სამომავლო საკვანძო ძალას უწოდებს.

„არავინ იცის, რა მოხდება სირიაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ თურქეთი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე, ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ერდოღანი „ძალიან ჭკვიანია“ და მაღალი შეფასება მისცა თურქეთის სამხედრო შესაძლებლობებს.

„ერდოღანი არის ადამიანი, ვისთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მან შექმნა ძალიან ძლიერი, არმია, რომელიც ომმა ვერ გამოფიტა. ის ძალიან ჭკვიანია“, – თქვა ტრამპმა.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
Reuters: ისრაელის ავიაიერიშს ღაზაში 14 ადამიანი ემსხვერპლა
Öncəki yazı
ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია