This is a specific ad

ტრამპის განცხადებით, პუტინი მას უკრაინაში შეჭრის შესახებ აფრთხილებდა

60

Another advertisement

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მას აფრთხილებდა, რომ უკრაინაში შეჭრას გეგმავდა. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

„ის [პუტინი] მე ამის თაობაზე [უკრაინაში შეჭრაზე] მეუბნებოდა, თუმცა მე მას ვუთხარი, რომ ის ამაზე წამსვლელი არ იყო“, – თქვა ტრამპმა პენსილვანიის შტატის ქალაქ ოუქსში წინასაარჩევნო მიტინგის დროს.

ტრამპმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში პუტინი უკრაინაში შეჭრას ვერ გაბედავდა. „მე ძალიან კარგად ვაგვარებ საკითხებს პუტინთან“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა.

ტრამპი დარწმუნებულია, რომ პუტინი უკრაინაში აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გამო შეიჭრა. ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ მას კარგი ურთიერთობები ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც.

„ბაიდენმა ვერაფერი მოახერხა. მას პუტინთან ერთ წელზე მეტია არ უსაუბრია. ეს არის ომი, რომელიც უნდა დასრულდეს, და მე მას დავასრულებ… მე შევეცდები დავასრულო ეს ომი, როგორც კი ამირჩევენ პრეზიდენტად. მე მსურს, რომ ადამიანები აღარ კვდებოდნენ, ეს არის და ეს“, – თქვა ტრამპმა.

Sonrakı yazı
Bild: რუსეთის ჯარი უკრაინის ქალაქ კურახოვოს მიუახლოვდა
Öncəki yazı
სილვინიო: ჰიმნის დროს ქართველი გულშემატკივრების ტაში ძალიან დასაფასებელი ჟესტი იყო და მადლობას ვუხდი მათ