This is a specific ad

ტრადიციული საახალწლო კერძი საცივი

58

Another advertisement

ბევრჯერ მიფიქრია, როგორ შეიძლება შექმნილიყო ქართული საახლაწლო სუფრის უმთავრესი ატრიბუტი, რომლის წარმოშობაზეც დღემდე დიდი დავა აქვთ გამართული ქართველებს. ერთი ფაქტია – საცივი ნამდვილად დასავლეთ საქართველოს პირმშოა და თუ მკითხავთ, ნიგვზითა და პიკანტური აღმოსავლური სანელებლებით გაჯერებული ინდაურის საცივი სამეფო სუფრასაც დაამშვენებდა. ზოგის მტკიცებით მას ინდური ფესვები აქვს. დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდი ისტორიულ მასალას, სადაც რაღაცას მაინც შევიტყობდი ამ კერძის შესახებ, მაგრამ – უშედეგოდ. მე შევეცდები ჩემი პირადი მოსაზრება გამოვთქვა ამ თემასთან დაკავშირებით და შეძლებისდაგვარად დავასაბუთო კიდეც.საცივის ამ რეცეპტში თანამედროვესთან შედარებით ნაკლებია ნიგოზი და ბევრია ძმარი. საერთოდ არ არის ნახსენები სანელებლები – მიხაკ-დარიჩინი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი და სხვა. ბარბარე ჯორჯაძეს გარდა ამისა, აქვს სხვა რეცეპტებიც მოხრაკული ქათმისა, რომლებსაც ასევე გურიას მიაკუთვნებს. დღევადნელი გადმოსახედიდან ორივე მათგანი საცივსა და ნიგვზიან ხარჩოს შორის არსებულ შუალედურ ვარიანტს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, ჯერ ქათამი იხრაკება ხახვთან ერთად, შემდეგ ემატება მიხაკ-დარიჩინი, ყვითელი ყვავილი და ჯანჯაფილი. ძმრისა და ნიგვზის რაოდენობა თანამედროვე რეცეპტების შედარებისას კვლავაც საკმაო სხვაობას იძლევაქვე უნდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ საცივს არა მხოლოდ ინდაურისა და ქათმისგან ამზადებენ, არამედ კურდღლისა და თევზისგანაც. საამისოდ კი მაღალი ხარისხის ნაკლებ ფხიან თევზს იყენებენ. ყველაზე ცნობილია ზუთხის, კობრისა და კამბალას საცივი.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
სად და რამდენით დაჯარიმდებით უნებართვო მშენებლობისთვის
Öncəki yazı
რას ითვალისწინებს ახლად შემუშავებული პენიტენციური კოდექსი