This is a specific ad

ტოპ-5 ქვეყანა, საიდანაც წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა

25

Another advertisement

საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 2024 წლის მე-3 კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ კვლევითი ორგანიზაცია Galt&Taggart-ის ანგარიშშია აღნიშნული.

ამავე ცნობით, წლიურად ტურისტების რიცხვი გაიზარდა 8.3%-ით, ხოლო ერთი დღით ჩამოსული ვიზიტორების რიცხვი 15.2%-ით შემცირდა.

მთლიანობაში, ტურისტების რაოდენობამ 2024 წლის 9 თვეში 4 მილიონს მიაღწია, რაც 2019 წლის 9 თვის მაჩვენებელთან შედარებით 100.1%-ით მეტია. პირველ კვარტალში ზრდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 106.4% იყო. მესამე კვარტალში კი -100.3%, რაც ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობის გამო, მეორე კვარტლის 95.2%-იან მაჩვენებელს ანაზღაურებს.

ვიზიტორთა ზრდა მე-3 კვარტალში, ძირითადად, არამეზობელი ქვეყნებიდან ვიზიტებით იყო განპირობებული.

ტოპ-5 ქვეყანა, საიდანაც წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა:

  • რუსეთი
  • თურქეთი
  • სომხეთი
  • ისრაელი
  • ყაზახეთი

აღნიშნული ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორების რიცხვი მთლიანი რაოდენობის 65.6%-ს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ ისრაელიდან ვიზიტებმა ყველაზე დიდი ზრდა განიცადა +36.0%, ხოლო თურქეთიდან -+12.5%.

ვიზიტორების რიცხვით ჩინეთი, ირანი, ბელარუსი და საუდის არაბეთი გამოირჩეოდნენ, საიდანაც ვიზიტორთა ჯამურმა წილმა 34,4%-შეადგინა.

იმავდროულად, ევროკავშირიდან ვიზიტორთა რიცხვი შემცირდა 1.2%-ით წელიწადში, რაც მთლიანი რაოდენობის 7%-ს შეადგენს.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
სტიქია კახეთში – ძლიერმა ქარმა გურჯაანში, სახლებს სახურავები გადახადა
Öncəki yazı
ვულოცავ დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევას, გერმანია და აშშ დიდი ხანია წარმატებულად მუშაობენ ატლანტიკის ორივე მხარეს კეთილდღეობისა და თავისუფლების ხელშეწყობისთვის – ოლაფ შოლცი