This is a specific ad

ტაქსის ლიცენზია მთელ საქართველოში სავალდებულო იქნება

49

Another advertisement

საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება. დოკუმენტი პარლამენტში 2023 წლის 22 დეკემბერს დარეგისტრირდა და მისი განხილვები კომიტეტებში უკვე დაიწყო.

კანონპროექტის მიხედვით, ლიცენზიის აღება სავალდებულო გახდება 63-ვე მუნიციპალიტეტში:

საშუალოდ, ამ უფლების მიღების ფასი 50-75 ლარი იქნება;

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ლიცენზიის გარეშე გადაიყვანს ადამიანს, მას 200 ლარით დააჯარიმებენ;

სანებართვო ვალდებულებების დარღვევისთვის სანქცია 100 ლარი იქნება.

ტაქსის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც სავალდებულო გახდა ლიცენზიის აღება, თბილისის მერიამ 2018 წელს დაიწყო. ლიცენზია დაიყო A და B კატეგორიებად: თეთრი მანქანებით მგზავრების აყვანა შესაძლებელია დედაქალაქის ნებისმიერი წერტილიდან, B კატეგორიის ლიცენზიის მძღოლები კი მხოლოდ გამოძახების შემთხვევაში ემსახურებიან მგზავრებს.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
უკრაინის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს 23 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი და სამი რაკეტა, რომლითაც რუსეთმა თავდასხმა განახორციელა
Öncəki yazı
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში