Another advertisement
Tasteatlas-მა მსოფლიოს საუკეთესო ყველის 100 სახეობის რეიტინგი გამოაქვეყნა. ქართული სულგუნი 100-ეულიდან 46-ე ადგილზე მოხვდა. გამოცემა წერს, რომ სულგუნის სამშობლო საქართველო, სამეგრელოს რეგიონია. მას აქვს რბილი გემო და ნახევრად მყარი ტექსტურა. მისი დამზადება შესაძლებელია ძროხის, კამეჩის და თხის რძისგან. იშვიათად კი ამ სამეულის კომბინაციით.
ყველი ადვილად დნება, ამიტომ მას ხშირად იყენებენ როგორც პიცის ტოპინგს, მაგრამ ასევე შესაძლებელია დაამატოთ სხვადასხვა სალათებში. რაც შეეხება პირველ ადგილს, მასზე იტალიური „პარმეჯანო“ მოხვდა. აღსანიშნავია, რომ იტალიური „მოცარელა“ და „ბურატა“ საუკეთესო ხუთეულში აღმოჩნდნენ. ბერძნული და ფრანგული ყველი მეორე და მეხუთე პოზიციებზე განთავსდა.