სტამბოლში კათოლიკურ ეკლესიაზე თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა – ვიდეო

1

სტამბოლში რომის კათოლიკურ ეკლესიაში საღვთო მსახურების დროს ორი ნიღბიანი პირი შეიჭრა. როგორც Associated Press თურქეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, სარიერის რაიონში მდებარე სანტა მარიას ეკლესიაზე თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, შეიარაღებული პირები ეკლესიაში ადგილობრივი დროით 11:40 საათზე შეიჭრნენ. ინფორმაციაში დაკონკრეტებული არ არის, რა სახის იარაღი გამოიყენეს და დაღუპულის გარდა, არიან თუ არა დაჭრილები.

არსებული ცნობით, თავდამსხმელები ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.

0
0
Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
İstanbuldakı kilsəyə hücuma görə 47 nəfər saxlanılıb
Öncəki yazı
Çavuşoğlu: “Azərbaycanın hüquqlarının müdafiəsi boynumuzun borcudur”