Another advertisement
გენოციდი ბოსნიის ომის დროს მოხდა, მაშინ როცა სერბებმა ათასობით ბოსნიელი მუსლიმი მამაკაცი მოკლეს.
1995 წლის ივლისში სულ 8 000-ზე მეტი ბოსნიელი მუსლიმი მამაკაცი მოკლეს, ყველა მათგანის იდენტიფიცირება ამ დროისთვის მომხდარი არ არის. ბოლო პერიოდში 50 დაღუპულის იდენტიფიცირება მოხდა. საერთო ჯამში 27 წლის განმავლობაში 667 ცხედრის ამოცნობა მოხერხდა.
სრებრენიცას გენოციდი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპის კონტინენტზე, ყველაზე მასშტაბული მასობრივი მკვლელობა იყო.