This is a specific ad

სოფელ იმირში „გადაჭრილი გორას“ არქეოლოგიურ კომპლექსთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

30

Another advertisement
პროექტის ფარგლებში 1 079 გრძივი მეტრი რკინა-ბეტონის გზის საფარი დაიგო. ამჟამად, გარე განათებისა და წყალარინების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
გზის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომლის ღირებულებამ 1 260 308 ლარი შეადგინა.
პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ: მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც არქეოლოგიური კომპლექსის ხელმისაწვდომობას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის საგზაო ინფრასტრუქტურას.
Kateqoriya: Maraqlı, Marneuli, Region
Sonrakı yazı
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ამირან გიორგაძის ხელმძღვანელობით რიგგარეშე სხდომა გამართა
Öncəki yazı
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა