სლოვაკეთი დღეიდან უკრაინის საზღვართან სატვირთო მანქანების გადაადგილებას ისევ დაბლოკავს

143

სლოვაკეთი დღეიდან უკრაინის საზღვართან სატვირთო მანქანების გადაადგილებას ისევ დაბლოკავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სლოვაკეთის საგზაო ტრანსპორტის გაერთიანება UNAS-ი უკრაინის საზღვართან ბლოკირებას ადგილობრივი დროით 15:00 საათიდან განაახლებს. როგორც მედია წერს, სლოვაკეთის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაადგილება არ შეიზღუდება.

მედიის ცნობით, სლოვაკეთის საგზაო ტრანსპორტის გაერთიანების მთავარი მოთხოვნა უკრაინელი გადამზიდავებისთვის სალიცენზიო ნებართვის აღდგენაა.

შეგახსენებთ, 6 ნოემბრიდან უკრაინის საზღვართან გადასასვლელ პუნქტებს ბლოკავენ პოლონელი გადამზიდავებიც. მათი მთავარი მოთხოვნა უკრაინული გადამზიდავებისთვის სალიცენზიო ნებართვის აღდგენაა. ამასთან, ევროკომისიამ განაცხადა, რომ უკრაინელი სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის სანებართვო სისტემის აღდგენას ეწინააღმდეგება.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
დარწმუნებული ვარ, ვიპოვით კარგ პასუხს საქართველოსთვის – ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
Öncəki yazı
ფონიჭალაში გატაცებულ არასრულწლოვან გოგოს პოლიცია ამ დრომდე ეძებს