Another advertisement
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, 2023 წელს ქვემო ქართლში ჯამში 12 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდა და მიმდინარეობს 25 ბაღის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.
შედეგად, 6 660 ბენეფიციარი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებით შეძლებს სარგებლობას, რომლებიც სრულად იქნება მორგებული მათ საჭიროებებზე.
განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 61 025 000 ლარამდე შეადგინა.