This is a specific ad

სიცოცხლისთვის საშიში ქმედება, რომლისგანაც ყველამ უნდა შეიკავოს თავი – რა უნდა ვიცოდეთ სატრანსფორმატორო პუნქტზე

57

Another advertisement

ბავ­შვო­ბა­ში ალ­ბათ ყვე­ლას ერთხელ მა­ინც გვქო­ნია შემ­თხვე­ვა, როცა ეზო­ში თა­მა­ში­სას ან არ­და­დე­გებ­ზე სო­ფელ­ში ჩა­სუ­ლებს შეგ­ვიმ­ჩნე­ვია გა­ნა­პი­რას მდგა­რი შე­ნო­ბა, სა­დაც შეს­ვლას უფ­რო­სე­ბი ყო­ველ­თვის გვიკ­რძა­ლავ­დნენ, მი­ზე­ზად კი დე­ნის დარ­ტყმის საფრ­თხეს გვი­სა­ხე­ლებ­დნენ.

რამ­დენ­ჯერ გვქო­ნია ამ შე­ნო­ბა­ში შეს­ვლის სურ­ვი­ლი, თუმ­ცა ში­შის გამო ვერ გაგ­ვი­ბე­დავს? თუ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბამ არ გძლი­ათ და ასე­თი ად­გი­ლის­გან თავს შორს იჭერ­დით, მა­შინ იღ­ბლი­ა­ნი ხართ, რად­გან ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბას ან უფრო მძი­მე შე­დე­გებს გა­და­ურ­ჩით.ასე­თი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა დღე­საც ბევრ ბავ­შვს აწუ­ხებს, უფ­რო­სე­ბის ნა­წი­ლი კი სატ­რანსფორ­მა­ტო­რო პუნ­ქტებ­ში შეს­ვლას ან მიმ­დე­ბა­რედ სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას დღე­საც და­უ­დევ­რად ეკი­დე­ბა.

რე­ა­ლუ­რად, ასეთ ობი­ექ­ტში შეს­ვლი­სას დე­ნის დარ­ტყმის რის­კი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია და შე­იძ­ლე­ბა ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი გა­მო­იწ­ვი­ოს. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა კი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბავ­შვე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც გარ­შე­მო ყვე­ლაფ­რის შეს­წავ­ლას ან თა­ვი­ან­თი გამ­ბე­და­ო­ბის დამ­ტკი­ცე­ბას სწო­რედ საფრ­თხის­შემ­ცვე­ლი ქმე­დე­ბე­ბით ცდი­ლო­ბენ.

ნერ­გი­ის სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნია „ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ა­ში“ გა­ნუ­მარ­ტეს, ყვე­ლა სატ­რანსფორ­მა­ტო­რო პუნ­ქტს აქვს დამ­ცა­ვი ღობე და გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი აბრა მა­ღა­ლი ძაბ­ვის შე­სა­ხებ, თუმ­ცა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მას­ში თვით­ნე­ბუ­რად შეღ­წე­ვას პე­რი­ო­დუ­ლად მა­ინც ცდი­ლო­ბენ, რის გა­მოც რიგ შემ­თხვე­ვებ­ში სხე­უ­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბებს იღე­ბენ:„სატ­რანსფორ­მა­ტო­რო პუნ­ქტში შეღ­წე­ვა და­უშ­ვე­ბე­ლია, რად­გან იქ თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი დენ­გამ­ტა­რია, ამი­ტომ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­დას­ვლი­სა და ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გის ალ­ბა­თო­ბა მა­ღა­ლია“, – აღ­ნიშ­ნეს „ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ა­ში“.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
2023 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დასრულდა
Öncəki yazı
Avropa İttifaqından Nigerin yeni yaranan hakimiyyətinə bəyanat: “Tanımırıq və tanımayacağıq”