სისხლიანი გარჩევა კახეთში – დააკავეს კაცი, რომელმაც სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით სუფრის წევრები დაჭრა

1

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით სამი თანასოფლელი დაჭრა.

ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელები ერთად სუფრაზე იყვნენ, რა დროსაც მათ შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო და სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. ცნობილია, რომ ერთ-ერთმა მეგობარმა სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით სუფრის წევრები დაჭრა.

დაშავებულები თელავის ორ კლინიკაში მოათავსეს. მათ სხეულის არეში სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებათ. ექიმის შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

დაპირისპირების მიზეზი უცნობია. შემთხვევის ადგილზე უკვე ჩატარდა ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება.

ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

0
0
Kateqoriya: Kriminal
Sonrakı yazı
Ötən il Gürcüstandan deportasiya edilən Azərbaycan vətəndaşlarının sayı
Öncəki yazı
ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში გაცილებით დიდია, ვიდრე პარტიული ინტერესებია – კახა კალაძე