სვანური წესები და ტრადიციები.

0

სვანეთი ერთერთი ულამაზესი და უძველესი კუთხეა საქართველოში.განთქმულია სტუმართმოვარეობით და შრომისმოვარეობით,განთქმულია მასპიმძლობით.სვანეთში მოპოვებულ ოქროს უკავშირდება მითი არგონავტების შესახებსვანეთის მდინარეებს ოქრონარევი ქვიშა მოჰქონდა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ოქროს ცხვრის ტყავით მოიპოვებდნენ. სვანების მიერ ოქროს მოპოვების შესახებ იცოდნენ ბერძენმა და რომაელმა მწერლებმა. არგონავტებიც ოქროს საწმისის – ვერძის ოქროს მატყლიანი ტყავის მოპოვების სურვილმა მოიყვანა კოლხეთის სამეფომდე, რომლის შემადგენელი ნაწილი იყო სვანეთი. კოლხეთის სამეფოს და მეფე აიეტს ოქრო სვანეთიდან მიეწოდებოდა. აქ დღესაც დასტურდება ოქროს მოპოვების ხალხური წესები.მთაში ძველთაგანვე არსებობდა თემის ინსტიტუტი, რომელსაც ხევისბერი მეთაურობდა. ხევისბერს სვანეთში – მახვშს უწოდებდნენ. მას საერთო კრება ირჩევდა. მახვში გამოირჩეოდა გონიერებით, დარბაისლობით, სამართლიანობით. ის ცხოვრებაში ქრისტიანული წესების გამტარებელი, მშვიდობიანობის დროს მსაჯული, ხოლო ომიანობაში ლაშქრის წინამძღოლი იყო. დამნაშავეს მახვში კიცხავდა და თემიდან მოჰკვეთდა. “მოკვეთილისათვის ყველა კარი დაკეტილი იყო, წისქვილში საფქვავს არავინ დაუფქვავდა, ხატ-სალოცავში არ მიუშვებდა, მის საქონელსაც არ გააკარებდნენ სოფლის ნახირს” (ვაჟა ფშაველა). განსაკუთრებული დანაშაულის შემთხვევაში მახვში უძღვებოდა ხევის ყრილობას, რომელიც აჰყრიდა დამნაშავეებს თემიდან და სახლ-კარს გადაუწვავდა. უმძიმესი დანაშაულისას, მაგ. თემის ღალატისას, ყრილობას სასიკვდილო განაჩენიც კი გამოჰქონდა.სვანების დესასწაულია ლამპრობა .ლამპრობა, სვანეთის ადრე საგაზაფხულო დღესასწაულია. სვანები “ლამპრებს” არყის ან მუხის დაჩეჩქვილი ტოტებისაგან აკეთებდნენ. “ლამპრობის” ტრადიციას სხვადასხვანაირად ხსნიან. ყველაზე გავრცელებული თქმულებით, “ლამპრობა” სვანეთში მეომრების რიცხვის დასადგენად ტარდებოდა. ანთებული ლამპრების მიხედვით ადგენდნენ, რამდენი პოტენციური მეომრის გამოყვანა შეეძლებოდათ სვანებს საჭიროების შემთხვევაში. სხვა ვერსიით, “ლამპრობის” მიზანი იყო მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვა. არსებობს მოსაზრება, რომ ლამპრებს სვანები თავიანთი მიცვალებულებისთვის ანთებდნენ და სჯეროდათ, რომ ამით გარდაცვლილ წინაპრებს სულებს უთბობენ. ლამპრობა ძველ მიწათმოქმედ ხალხთა დღესასწაულია. მისი ჩატარების დრო ახალ მთვარეზეა დამოკიდებული და უმეტესად თებერვლის შუა რიცხვებს ემთხვევა.

სვანებს აქვთ ტრადიციული ქუდი .თბილიშიც შევხვდებით ასეთ ქუდიან კაცებს .ანუ სვანის კაცებს.

19
3
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
გიორგი ყარალაშვილი შოვში დასთან, სოფი ყარალაშვილთან და მეგობართან, დავით ბერიაშვილთან ერთად ისვენებდა. მაშველებმა დავით ბერიაშვილის ცხედარიც იპოვეს, გიორგის დას კი ამ დრომდე ეძებენ
Öncəki yazı
Təbii fəlakət bölgəsində Samirə İsayevanın cəsədi tapılıb