საქართველო ყოველთვის გვერდით უდგას მეგობარ ებრაელ ხალხს და მომავალშიც ასე გაგრძელდება – კახა კალაძე

2

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ,  საქართველო ყოველთვის იყო ებრაელი ხალხის გვერდით მდგომი, ასეა დღესაც და მომავალშიც დარჩება ისრაელის მხარდამჭერად.

„ჩვენ რაც შეგვიძლია, საქართველოს რა შესაძლებლობებიც აქვს, ყოველთვის გვერდით ვუდგავართ ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს და ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც მათ მხარდასაჭერად. დამატებით დახმარებასთან დაკავშირებით, თუ რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, ცნობილი გახდება ყველასთვის“, – განაცხადა თბილისის მერმა.

0
0
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
აშკელონში, ქართველი ექიმის განცხადებით, ამ დროისათვის არც ერთი დაშავებული და გარდაცვლილი ქართველი კლინიკაში არ დაფიქსირებულა
Öncəki yazı
ნახეთ, ვის გაეზრდება ხელფასები ამ თვეში