Another advertisement
28 სექტემბერს, შაბათს საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში.
meteo.gov.ge-ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +28, +33°; მთაში დღისით +24, +29°; მაღალ მთაში დღისით +22, +27°.
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +20, +25°; მთაში დღისით +20, +25°; მაღალ მთაში დღისით +10, +15°, ზოგან +25°-მდე.