This is a specific ad

საქართველოში ყოველი მე-5 ადამიანი პენსიონერია

30

Another advertisement

საქართველოში პენსიონერების რაოდენობა და მათი წილი საქართველოში უფროდაუფრო იზრდება. ბოლო 5 წლის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა 9,8%-ით მოიმატა და მთლიანი მოსახლეობის 22,4%-ს შეადგინა, მოსახლეობის რაოდენობამ კი სულ რაღაც 0,3%-ით მოიმატა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2019 წელს ასაკით პენსიონერთა რაოდენობა 762 621 იყო, 2020 წელს – 783 705-მდე გაიზარდა, 2021 წელს მათმა რაოდენობამ 793 751 ადამიანი შეადგინა, 2022 წელს კი 808 326, ხოლო 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით საქართველოში სულ 838 097 ასაკით პენსიონერია.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს ქვეყანაში სულ 3 723 464 ადამიანი ცხოვრობდა, პენსიონერების წილი შესაბამისად მოსახლეობის 19,8%-ს შეადგენდა, 2020 წელს კი მოსახლეობის რაოდენობა 3 716 858-ს შეადგენდა (პენსიონერების წილი 21%); 2021 წელს 3 728 573 მოსახლე იყო (პენსიონერების წილი 21,2%); 2022 წელს საქართველოში 3 688 647 ადამიანი ცხოვრობდა (პენსიონერების წილი 21,9%); 2023 წელს კი მოსახლეობის რაოდენობა 3 736 357 იყო (პენსიონერების წილი 22,4%).

რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის დაბერების პროცესი აქტიურ რეჯიმში მიმდინარეობს და თუ დემოგრაფიული კუთხით არაფერი არ შეიცვლება უახლოეს 10 წელიწადში საქართველოში პენსიონერტა რაოდენობამ შესაძლოა 28%-ზე მეტიც კი შეადგინოს.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
Öncəki yazı
Ge/Az მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში, ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს