This is a specific ad

საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 270 ლარით გაიზარდა – რამდენია საშუალო თვიური ანაზღაურება “საქსტატის” მიხედვით?

22

Another advertisement

2023 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.7%-ით (270.1 ლარით) გაიზარდა და 1 716.6 ლარი შეადგინა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის I კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი შემდეგ დარგებში დაფიქსირდა: • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 761.1 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთანშედარებით გაიზარდა 23.8%-ით); • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 631.3 ლარი (გაიზარდა 55.2%-ით);პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 386.8 ლარი (გაიზარდა 21.6%-ით); • მშენებლობა – 2 145.5 ლარი (გაიზარდა 14.7%-ით). 2023 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 375.7 ლარით, ხოლო კაცების – 2 053.4 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 190.9 ლარი (16.1%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 358.1 ლარი (21.1%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში ქალების ხელფასს აღემატებოდა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
რატომ იწვევს ტკივილს “სიბრძნის კბილების” ამოსვლა, რა ფუნქცია აკისრიათ და როგორ უნდა მოვუაროთ მათ – სტომატოლოგის რეკომენდაციები
Öncəki yazı
აუცილებელია თუ არა ონკომარკერების აღება ჯანმრთელი ადამიანისთვის.