Another advertisement
საქართველოში 4.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 53 კილომეტრში, ქალაქ დმანისის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სოფელ საკირეში იყო.
მიწისქვეშა ბიძგები 6 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.