საქართველოში თურქეთის საელჩო: “გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს, თანაგიგრძნობთ, საქართველო!”

0

საქართველოში თურქეთის საელჩო შოვში სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.

„დიდი მწუხარებით შევიტყვეთ შოვში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაკარგული პირების შესახებ. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულ პირებს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას. თანაგიგრძნობთ, საქართველო“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული.

0
0
Sonrakı yazı
ბათუმში უქმეებზე დაგეგმილი ყველა კონცერტი გაუქმდა
Öncəki yazı
Türkiyənin Gürcüstandakı səfirliyi: “Ölənlərin ailələrinə dərin hüznlə başsağlığı verir. Acınıza şərikik Gürcüstan!”