This is a specific ad

საქართველოში აზერბაიჯანის რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე იმყოფებოდა

19

Another advertisement

აზერბაიჯანის რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის, რამინ მამედოვის ხელმძღვანელობით დელეგაცია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს ზაზა ვაშაყმაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს ორ ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის ასპექტები, საქართველოს მუსლიმი თემისა და აზერბაიჯანის ქართველი მართლმადიდებლური თემის რელიგიური უფლებების დაცვის საკითხები და პერსპექტივები. ვაშაყმაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში ტრადიციული ტოლერანტული გარემოა, სტუმრებს გააცნო საქართველოს რელიგიური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს დახმარებაზე რელიგიური ინსტიტუტების, მათ შორის მუსლიმი თემის მიმართ.

მამედოვმა გამოთქვა სურვილი, აქტიურად ითანამშრომლოს რელიგიურ ინსტიტუტებთან. მან აღნიშნა, რომ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს რელიგიური და ეთნიკური იდენტობის შესანარჩუნებლად ყველა პირობა გააჩნიათ.

მხარეებმა ასევე განიხილეს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობები, რელიგიური ინსტიტუტების როლი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში. შეხვედრას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და სხვა ოფიციალური პირები.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებენ
Öncəki yazı
მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამისთვის ემზადება