Another advertisement
რუმინეთის ქალაქ პიტეშტში, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მეოთხედფინალში, საქართველოს ნაკრები ესტონეთს დაუპირისპირდა და მეტოქე 79:66 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა 1-ელი მეოთხედი 11:24 დათმო, მეორე ტაიმში მატჩის მიმდინარეობა სრულად შეიცვალა. ჩვენი ნაკრებიდან საუკეთესო ავთანდილ ბახტაძე გახლდათ, ახალგაზრდა ცენტრმა 16 ქულა და 13 მოხსნა შეასრულა; ილია სულაძემ 13 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. შეგახსენებთ, ნიკა ცინცაძისა და ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრები A დივიზიონში მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს და ტურნირის საუკეთესო 3 გუნდს შორის მოხვედრის შემთხვევაში ეს მისია შესრულებული იქნება.