This is a specific ad

საქართველოს ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ

62

Another advertisement

13 მაისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის რექტორის ხელმძღვანელობით ეწვია დელეგაცია: რექტორი, პროფესორი Dr. ჰუსნუ კაპუ, პრორექტორი, პროფესორი Dr. ენგინ კილიჩი, რექტორის მთავარი მრჩეველი, პროფესორი Dr. ეროლ აიდინი და ყარსის უნივერსიტეტის ლექტორი, სოხუმის უნივერსიტეტის დოქტორი, ცნობილი ქართველი თურქოლოგი პროფესორი Dr. როინ ყავრელიშვილი და ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის კოორდინატორი ჰუსეინ იუსუბოვი.
ვიზიტის ფარგლებში მათ რამდენიმე შეხვედრა გამართეს, კერძოდ:
13 მაისს დელეგაცია ეწვია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს,  სადაც სტუმრებს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის რექტორმა ჰუსნუ კაპუმ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ გაცვლით პროგრამაში სტუდენტების, ასევე ლექტორების ჩართვაზე, რითაც მათ მიეცემათ შანსი გაიღრმავონ უვკე არსებული ცოდნა სხვადასხვა მიმარტუებით, განსაკუტრებული ყურადღება დაეთმო ვეტერინარიის საკითხს. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

შემდეგი შე შეხვედრა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU) გაიმართა. სადას სტუმრებს  საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის რექტორმა გია კავტეიშვილმა უმასპინძლა. შეხვედრისას სეუს რექტორმა სტუმრებს უნივერსიტეტის საქმიანობა გააცნო, მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და გაცვლით პროგრამაში სტუდენტების ჩართვაზე შეთანხმდნენ. ასევე ხელი მოეწერა მემორანდუმს. მოხდა სიმბოლური საჩუქრების გაცვლა.

მომდევნო დღეს 14 მაისს ყარსის კავკასიური უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში თურქეთის საელჩოს წარმომადგენლების დახმარება, რათა მოხდეს იმ უნივერსიტეტების მოძიება, რომლებთანაც ყარსის კავკსიის უნივერსიტეტი მოახერხებს ახალი კავშირების დამყარებას, რათა მოხდეს სტუდენტებისთვის ახალი და საინტერესო პერსპექტივების მიცემა, რათა მეტი ენთუზიაზმით მიუდგნენ სასწავლო პროცესს და ლექტორ-მასწავლებელთათვის კვალიფიკაციის ამაღლება და გამოცდილების გაცვლა. ასევე მოხდეს ადგილობრივ უნივერსიტეტებთან  უკვე არსებული კონტაქტის შენარჩუნება და გაღრმავება. თურქეთის რესპუბლიკის საელჩო მიესალმა ამ შეთავაზებას და მზად ყოფნა გამოთქვა რათა აქეტიურად ჩაერთოს ამ საქმეში.

მორიგი შეხვედრა შედგა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოში (TIKA). სადაც ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციას  სააგენტოს ხელმძღვანელმა ტუბა ოზთურქმა უმასპინძლა და  მათ მოკლედ გააცნო ინფორმაცია სააგენტოს საქმიანობის,  მათ მიერ ინიცირებული და განხორციელებული პროექტების და სამომავლოდ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ. ასევე სტუმრებმაც ისაუბრეს  იმის შესახებ თუ რა შესაძლებლობები გაეხსნება TIKA – ს, მათთან თანამშრომლობის შემთხვევაში. შეხვედრა ნაყოფიერად დასრულდა და მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას თანამშრომლობაზე.

ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა შეხვედრები ასევე გამართეს იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტთან. სადაც მათ ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ზაქარია გულტეკინმა უმასპინძლა.  შეხვედრის ფარგლებში, იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა,  სტუმრებს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა მათი ინსტიტუტის შესახებ. ასევე სტუმრებმა დაათვალიერეს ბიბლიოთეკა,  სასწავლო გარემო, გაეცნენ ინსტიტუტის სასწავლო სტრატეგიას და იმ პროექტებს რასაც ისინი წლებია ახორციელებენ.

ბოლო შეხვედრა შედგა თბილისის ჯუმას მეჩეთში. სტუმრები საქართველოს მუსლიმთა დეპარტამენტის მუფთს ჰაჯი ეთიბარ ემინოვს შეხვდნენ. შეხვედრაზე მასპინძლებს მიეწოდათ ინფორმაცია უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ. შეხვედრა პოზიტიურდ და ნაყოფიერად დასრულდა.

დასკნითი შეხვედრა აზერბაიჯანის კულტურის ცენტრში, მირზა ფათლი ახუნდოვის მუზეუმში. სადაც მონაწილეობა მიიღეს საზოგადოების წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა, სკოლის დირექტორებმა, მასწავლებლებმა და სტუდენტებმა.

ღონისძიება შესავალი სიტყვით, საქართველოს აზერბაიჯანელთა კონდგრესის (GAK) თავმჯდომარემ და საქართველოში კაფკასის უნივერსიტეტის კოორდინატორმა, ჰუსეინ იუსუბოვმა გახსნა, რომელმაც სიყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობები ასევე უნდა განიხილებოდეს, როგორც საქართველოსა და თურქეთს შორის ათასწლოვანი ურთიერთობების გაგრძელება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეხვედრა მიზნად ისახავს განათლების ხარისხის ამაღლებას, მასწავლებელთა და სტუდენტთა ურთიერთგაცვლას, სადიპლომო პროგრამების განვითარებას, კვლევითი გარემოს ფორმირებას, საჭირო სპეციალობებში სწავლებას, დიპლომების ურთიერთ აღიარებას, რის შემდეგაც ჰუსეინ იუსუბოვმა სიტყვა ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის რექტორს, ჰუსნუ კაპუს, გადასცა.

ჰუსნუ კაპუმ თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების დამყარება უმაღლეს დონეზე ყველა თვალსაზრისით, ხალხთა შორის ურთიერთნდობიდან გამომდინარეობს და რომ ეს მნიშვნელოვანი ურთიერთობები, რა თქმა უნდა, მოიცავს ორმხრივ თანამშრომლობას. მეცნიერებისა და განათლების სფეროებში. მან ასევე ისაუბრა თურქეთსა და საქართველოში სწავლის მსურველ ახალგაზრდების ინტერესებზე.

დელეგაციის წევრებმა Dr. ენგინ კილიჩმა და  Dr. ეროლ აიდინმა თავის გამოსვლებში განაცხადა, რომ თურქეთის უმაღლესი სასწავლებლები, მათ შორის  ყარსის კავკასიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ყოველთვის ღიაა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად მათი ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა. მათ ასევე კითხვა-პასუხის დროს განმარტეს, რომ ორივე ქვეყნის საგანმანათლებლო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები საკმაოდ ფართოა.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ – პედაგოგი და პოეტი ფატმა ასლანი, ცნობილი ექსპერტი მუბარიზ კარაევი, უფლებადამცველი საბინა ტალიბოვა, მწერალი ალი აბასი, ცნობილი ინტელექტუალი-მასწავლებელი ჩინგიზ იაგუბოვი, სკოლის დირექტორი ჰუმბატ ჰუსეინოვი, პოეტი ლატიფ აგაოღლუ, მწერალი მუსტაფა სადი ოღლუ, ასევე მასწავლებელი ნოვრასთე მაჰარამი, პოეტი მაჰამედ ასლანოვი, მოსწავლე აისუნ მამედოვა და რედაქტორი იბრაჰიმხალილი.

ღონისძიების დასასრულს საქართველოს აზერბაიჯანელთა კონდგრესის (GAK) თავმჯდომარემ ჰუსეინ იუსუბოვმა, ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის რექტორს, ჰუსნუ კაპუს, დავით აღმაშენებლის პორტრეტი გადასცა. ჰუსნუ კაპუმ კი ჰუსეინ იუსუბოვს, ჯილდოს სახით საქართველოში კაფკასის უნივერსიტეტის კოორდინატორის ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა.

მოგვიანებით ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის რექტორმა ქალბატონ ნევრასტეს, რომლის 65 წლის იუბილე და პედაგოგიური მოღვაწეობის 40 წელი ამ დღეებში აღინიშნა, GAK-ის მიერ გამოცემული საპატიო ბრძანებულება გადასცა.

გადაწყდა, რომ აზერბაიჯანის სახალხო პოეტის, თურქული სამყაროს სიამაყის, ზალიმხან იაგუბის 75 წლის იუბილე ყარსის კავკასიის უნივერსიტეტში აღინიშნება.

დელეგატების თქმით – “საუნივერსიტეტო ურთიერთობები მნიშვნელოვანი პირობაა, რადგან ხვალინდელი დღე ჩვენი დღევანდელი ახალგაზრდების ხელშია.”

თურქეთსა და საქართველოს შორის საუნივერსიტეტო ურთიერთობების შესახებ შეხვედრები გრძელდება.

შენიშვნა: დამატებითი ინფორმაცია კაფკასის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა საფეხურზე (სტუდენტი, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტი) მიღების წესების შესახებ, შეგიძლიათ უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე იხილოთ.

ან დაუკავშირდეთ, მეილზე – destek@kafkas.edu.tr ან დარეკოთ ნომერსე – 0 (474) 225 11 50-56.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Prezident Ərdoğan: Fələstin xalqının azadlıq mübarizəsi hər sahədə dəstəklənməlidir
Öncəki yazı
Moldovada Aİ-yə üzvlüklə bağlı referendum təyin edildi