შეხვედრაზე საქართველოსა და სლოვენიას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
საუბარი შეეხო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას.
როგორც შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო აფასებს სლოვენიის ურყევ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, ასევე − ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო წინ მიიწევს, რათა გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური თანამეგობრობის ნაწილი. პრემიერ-მინისტრმა სლოვენიის თავდაცვის მინისტრს გააცნო ამ მხრივ მიღწეული პროგრესი, მათ შორის ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით.
პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზაობა გააფართოოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში სლოვენიასთან შემდგომი თანამშრომლობა.
შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა სლოვენიის თავდაცვის მინისტრს სლოვენიის გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად არჩევა მიულოცა.