საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში – დასკვნითი მოსმენა

19

5 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე, სალომე ზურაბიშვილის, სასამართლო პროცესზე, რომელიც დილით 11:00 საათზე განახლდა და დასრულდა 19:47 საათზე. პროცესის მონაწილეებმა ერთმანეთს დაუსვეს კითხვები, რაზედაც მხარეებმა პასუხი გასცეს, რიგ კითხვებს პასუხი არ გასცემია, რასაც, პროცესის მონაწილეები განმარტავდნენ შემდეგნაირად, მათი თქმით დასმული კითხვების ნაწილს პასუხი გაეცა უკვე გუშინდელ პროცესზე ან პრინციპულად არ სცემდნენ პასუხს, ვინაიდან მათი თქმით, კითხვა არ შეესაბამება წარდგინებაში აღნიშნულ საკითხს.საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი სასამართლოზე ძირითადად აპელირებდნენ საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელიც პრეზიდენტის სტატუსს განსაზღვრავს და აღნიშნავს, რომ “საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.” რაზედაც პრეზიდენტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ყოველივე გარდა პრეზიდენტის სტატუსისა იგი განსაზღვრავს მის უფლებამოსილებას. აგრეთვე მაია კოპალეიშვილი აპელირებდა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლზე, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას შეეხება და აღნიშნავს, რომ “კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.” რაც შეეხება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს ისინი ძირითადად აპელირებდნენ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ა” ქვეპუნქტზე, რომელიც მათი თქმით დაარღვია საქართველოს პრეზიდენტმა როცა განახორციელა სამუშაო ვიზიტი ევროპის სამ ქვეყანაში მათ შორის ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან.დასკვნით სიტყვაზე მხარეებმა ისაუბრეს წინა ორი დღის განმავლობაში მიმდინარე პროცესის დეტალებზე და ხაზგასმით აღნიშნეს რიგი საკითხებისა რაზედაც მათ სურთ, სასამართლოს ყურადღების გამახვილება, რომელიც მათი თქმით სასამართლომ უნდა გაიზიაროს და მხედველობაში მიიღოს, რათქმა უნდა კონსტიტუციის ნორმებთან შეფარდებაში, გადაწყვეტილების მიღების დროს.შეგახსენებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი გახდება ერთი თვის ვადაში. რომელსაც qafqazturk.com თავის ერთგულ მკითხველს აუცილებლად გააცნობს.

0
0
Kateqoriya: Siyasət
Sonrakı yazı
Baş nazir: “Statusun Gürcüstana deyil, Moldovaya, Ukraynaya və Bosniya-Herseqovinaya verilməsi hər şeyi aydınlaşdırır”
Öncəki yazı
Suriyada hərbi məktəbə PUA endirilib, ölənlər var