საქართველოს იუნიორთა ნაკრები ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადება, რომელიც 2025 წელს ბაკურიანში ჩატარდება. სამთო-მოთხილამურეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრები ავსტრიის საწვრთნელი შეკრებიდან ცოტახნის წინ დაბრუნდნენ. ანასტასია მირიანაშვილი, ნიკოლოზ ლებანიძე, ირაკლი ხერგიანი, გიორგი ჯაფარიძე და იასე ოცი დღის განმავლობაში ვეზდენი ჰინტერტუქსის ცნობილ მყინვარზე ვარჯიშობდნენ. მათ მომზადებას ალექს ბენიაიძე, სოსო ჯაფარიძე და ნინი ნინუა ხელმძღვანელობენკომპანია საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია და სწორედ სილქნეტი იყო 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წარმდგენი, სადაც 40-ზე მეტი ქვეყნის 700 მდე სპორტსმენმა იასპარეზა და პირდაპირ ეთერში 175 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა საერთაშორისო არხებზე.
-