This is a specific ad

საქართველოს დელეგაციის წევრებმა ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი მოილოცეს

62

Another advertisement

საქართველოს დელეგაციის წევრებმა ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი მოილოცეს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს, წმინდა დიდმოწამე გიორგი კაბადოკიელის ბორბალზე წამების დღე, რელიგიის საკითხთა სახელწიფო სააგენტო მიერ დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში მცხოვრებ თანამემამულეებთან ერთად აღნიშვნეს.

კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში გადახდილი სადღესასწაულო წირვის შემდგომ, დელეგაციის წევრები კახში მცხოვრები ქართველობის მთავარ რელიგიურ სიწმინდესა და სალოცავს, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარს ეწვივნენ.

სადღესასწაულო მსახურება ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა, ხორნაბუჯის, ჰერეთის და ნეკრესის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, თეოდორემ (ჭუაძე) და მღვდელმა პეტრე ხუმარაშვილმა შეასრულეს.

რელიგიის სააგენტოს თანამშრომლებმა ადგილობრივ ქართველ მართლმადიდებლებს საჩუქრებად ბიბლია დაურიგეს,დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, გურამ მაჭარაშვილი და ბადრი ბერიანიძე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე, კარლო ჯამბურია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში, ზურაბ პატარაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დავით დავითაშვილი, უფროსი სპეციალისტი, ავთანდილ კვერნაძე, იურისტი ალექსანდრე შეყილაძე, მენეჯერი ლაშა მჭედლიძე და სააგენტოს თანამშრომელი ვაჟა ართმელაძე.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
რელიგიის სააგენტო ბელაქანის რაიონის სოფელ ითითალას ეწვია
Öncəki yazı
აზერბაიჯანი გახდა ერთ-ერთი სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ცენტრი, რომელიც მდებარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთ და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნებზე