This is a specific ad

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ შამუგიას შეხვდნენ

43

Another advertisement

შეხვედრის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე. საუბარი შეეხო აგროდაზღვევის პროგრამას, სეტყვის საწინააღმდეგო თანამედროვე სისტემებსა და მათ გამოყენებას, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამას და სხვა პროექტებს.

➡️ შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, სადაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ესაუბრათ და პასუხები მოესმინათ მათთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე, რომელთა დიდი ნაწილი ევროპული დირექტივების იმპლემენტაციიდან გამომდინარეობს. კერძოდ, საუბარი შეეხო, ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, საწვავის ხარისხის მონიტორინგს და ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებულ რეგულაციებს, რომლებიც მომდევნო წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Ge • Azხვალ, 9 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა.
Öncəki yazı
3 ვიტამინი, რომლებიც საჭიროა კარგი ძილისთვის