Another advertisement
საქართველოს ბანკმა“ რუსეთის 200-მდე მოქალაქის საბანკო ანგარიში დახურა. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ “ფორბსში“ გამოქვეყნდა. გამოცემა წერს, რომ 23 დეკემბერს, “ტელეგრამის” ჩატით “საქართველოს ბანკები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის“ შემაშფოთებელი შეტყობინებები გავრცელდა. მომხმარებლებმა დაწერეს, რომ საქართველოს უმსხვილესმა ბანკმა, “საქართველოს ბანკმა“ დაიწყო SMS და ელექტრონული ფოსტის შეტყობინებების გაგზავნა. მათი ანგარიშების გარდაუვალი დახურვის შესახებ. ბანკი მომხმარებელს სამიდან ხუთ დღეს აძლევდა თანხის გასატანად. ანგარიშის დახურვის მიზეზებზე შეტყობინებებში არაფერს ამბობდნენ.