საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესმა ერაყში თურქეთის სამხედრო ბაზაზე PKK-ის ტერორისტების თავდასხმის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების გამო სამძიმრის განცხადება გაავრცელა.
QafqazTürk.com-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმაცია GAK-ის Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.
„სამწუხარო ამბავი თურქეთიდან
შეგვძრა კიდევ ერთმა სამწუხარო ამბავმა, რომელოიც ჩვენი მოძმე თურქეთდან მივიღეთ: ღრმა მწუხარება მოგვიტანა ცნობამ „პენჩე-ქილიტის“ რაიონში ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად თურქი სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვისა და დაშავების შესახებ გავრცელებულმა ცნობამ.
ჩვენ, საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესი და საინფორმაციო პორტალი „Qafqaz Turk Media“ ვლოცულობთ დაღუპული თურქი ჯარისკაცების ხსოვნისთვისთვის და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ დაღუპულთა ოჯახების მიმართ. უფალს ვთხოვთ დაჭრილი ჯარისკაცების შეწევას და მათ მალე გამოჯანმრთელებას!
მათ საყურადღებოდ, ვინც მხარს უჭერს ტერორიზმს და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, ჩვენი მოძმე თურქეთი არასოდეს ყოფილა მარტო თავის ბრძოლაში ბოროტების წინააღმდეგ და არც ამის შემდგომ იქნება, არსებობს თურქული სამყაროს მსგავსი ერთობა!”
უნდა აღინისნოს, რომ შეტაკებები 12 იანვარს მოხდა, დაღუპულტა ზუსტი რიცხვი, ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.