საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესმა შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
QafqazTürk.com იუწყება, რომ “საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესი” მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, რომ გაუწიონ მატერიალური და მორალური დახმარება შოვში დაზარალებულებს .
გთავაზობთ აღნიშნულ განცხადებას:„რაჭაში, კურორტ შოვში, მომხდარმა სტიქიურმა ნოვნენამ, რომელსაც სამწუხაროდ მსხვერპლი მოჰყვა, ღრმა მწუხარება გამოიწვია ჩვენ, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელებს.
არსებული ინფორმაციით, ტრაგედიის შედეგად 15 მოქალაქე დაიღუპა, 210 ადამიანის გადაარჩენა მოხერხდა, 25 ადამიანი კი ამ დრომდე იძებნება.
ჩვენ, როგორც საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესი, ვაცხადებთ, რომ მუდამ ვართ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა გვერდით, ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას.
მოვუწოდებთ ჩვენს თანამემამულეებს, იყვნენ სტიქიით დაზარალებულთა გვერდით, გაუწიონ მათ ფინანსური და მორალური მხარდაჭერა.
შეგახსენებთ, რომ სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულების პატივისცემის ნიშნად, 7 აგვისტო ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.
7 აგვისტოს 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე ქვეყნის ყველა რაიონში სახელმწიფო დროშები დაეშვება.